ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მიმართ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“.
“ჩვენთვის უპირატესი იყო არის და იქნება ჩვენი სუვერენიტეტის, ისტორიის და კულტურის დაცვა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მოქალაქეების მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება უპირველესად ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბევრი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილური ღირებულებების ერთგულების დასამტკიცებლად. მაგრამ შემხვედრი ნაბიჯებიც შესაბამისი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარტნიორობასაც და მეგობრობასაც თანასწორ და თანაბარ პრინციპებზე დაფუძნებულ ფასეულობად მივიჩნევთ“, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკზე”ზე.