„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„ჩვენ ვიწყებთ, მაგრამ ვიწყებთ არა ახლიდან, არამედ  აქამდე საზოგადოებისაგან უკვე მიღებული დაკვეთით –  საქვეყნო საქმე ვაკეთოთ ქართულად!

ჩვენ ვუერთდებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სვლას  ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და აქაც, ამ გზაზეც, ვიბრძოლებთ  ღირსებით თავაწეულნი,  ქართულად!

ჩვენ არცერთ ეტაპზე არ დავკარგავთ ჩვენს  პოლიტიკურ ხელწერას, ვიყოთ ხალხთან ახლოს, გავხდეთ მათი ინტერესების გამტარნი და ჩვენს საქმეში ავსახოთ, მათ საჭიროებებთან ერთად, ყველა მათი გონივრული დაკვეთა.

„ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებული ყველა საჯარო წერილი საზოგადოების წევრების ინფორმირების გარდა, მიზნად ისახავდა ეროვნულ მისიას, ეროვნული ღირსების აღდგენას და ჩვენ ეს მოვახერხეთ!

ფაქტია, ჩვენ მიერ დესტრუქციულად მოქმედი ყოველი ძალის დაუფარავი მხილება და აქამდე გაჟღერებული  სარისკო პოლიტიკური გზავნილები „ხალხის ძალის” ძალით პოლიტიკის ახალ სტანდარტად იქცა.

ჩვენ მიერ საუბარი ქართულ ინტერესებზე, როგორც პირველადზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკური თავდადება პოლიტიკურ პლატფორმაზე, დიდი ხანია საიმიჯო გზავნილად იქცა.

„ხალხის ძალა” დღემდე მოიყვანა და დღეს პოლიტიკური ფორმით შექმნა ხალხმა!

და დღეიდან ჩვენ მიმართ საზოგადოების ინტერესი და ნდობა არის გამოხატულად ის მთავარი საზომი, რითაც გაიზომება ჩვენი პოლიტიკური არსის სისწორე და ჩვენი გუნდის წარმატება თუ – წარუმატებლობა.

ჩვენ მოვდივართ ეროვნული ღირსებით!

ჩვენ მოვდივართ ეროვნული ენერგიით!

თქვენდამი დიდი ნდობით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.