“საბოლოოდ დაიხურა ე.წ. ვეტინგის თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული, “ცალ ფეხზე მდგომთა” კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად, თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ვეტინგის თემა შეუსაბამოა არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან.
“სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ “ათეულის” ასეთი სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა, თან – ქვეყნის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მე მგონი, ამის შემდეგ, მათ ტანზე მოსამართლის მანტია უნდა იწვოდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამაზე რეაგირება.
დაიძლევა ლეგიტიმაციადაკარგული “პრეზიდენტის” ვეტო და დასრულდება თავსმოხვეული და ევროპაში ანალოგის არმქონე პრაქტიკა ცესკო-ში, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, შეეძლება, ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.