“პოლიტიკურ პარტია “ხალხის ძალას” შევუერთდი როგორც ხელოვანი. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რთულია და საამაყოა, იდგე იმ ლიდერების გვერდით, რომლებმაც დაგვანახეს, თუ რა ძალა აქვს სიმართლეს პოლიტიკაში“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი გიორგი რევიშვილი.

„ჩემი ყურადღება “ხალხის ძალამ” ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების დღიდან მიიპყრო. თვალნათლივ ჩანდა, რომ შეიქმნა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბევრი განსხვავებული სიახლე შეეთავაზებინა.

აქამდე არასდროს, არც ერთ პარტიაში ვყოფილვარ, რადგან ვთვლიდი, რომ პოლიტიკას თავისებური ელფერი დაჰკრავს, თუმცა, საერთო ინტერესებმა და ღირებულებებმა მკვეთრად შემიცვალა ამაზე აზრი და გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი ამ პოლიტიკური პარტიის წევრი.

სამართლიანობა, შინაგანი გამჭვირვალობა, ერთგულება და ღრმა პატრიოტიზმი ის თვისებებია, რომლებიც პარტიის თითოეულ წევრს ახასიათებს. სწორედ ამიტომ მოხდა მათი ასე კონსოლიდირება და გაერთიანება.

“ხალხის” ძალის” პრიორიტეტებია: ღმერთი, ტრადიციები, ეროვნულ-ისტორიული და კულტურული ღირებულებები, რომლებიც მეტად გვაახლოებს ევროპის გზასთან. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და ევროპული გზა პარტიის მთავარი ქვაკუთხედია, რომელსაც დღეს, საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, რომ გამხადა ღირსი, ვიყო მათ გვერდით და ჩემი ძალზე მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესებში. “ხალხის ძალაა” ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც სულ მალე გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ქვეყნის სააღმშენებლო მომავალში.
მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! ძალა ხალხშია!“ – წერს სოციალურ ქსელში გიორგი რევიშვილი.