„მაჯლაჯუნების კრიახი –
განგაშის ზარი შემოჰკრეს “ნაცლიბერალურმა” პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა, დუჟი მოსდით პირიდან – როგორ გაბედა სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის დაფინანსების გამოყოფაო. ცხადია, იმას არ იტყვიან, რომ გადაწყვეტილება გულისხმობს საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის თანხების გამოყოფას“, – წერს მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
„ეს მათ არ აინტერესებთ, უფრო მეტიც – აშინებთ და აღიზიანებთ, როგორც ბოროტს – ყველანაირი ღვთივსათნო და წმინდა. “ნაცლიბერალებს” არ სურთ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მართლმადიდებლური სასწავლებლების არსებობა და განვითარება! ტაძრები და სულიერი კერებიც უნდა დაინგრეს და განადგურდეს – ეს არის მათი მიზანი. ამაში იღებენ მილიონობით დოლარს უცხოეთიდან. 30 მლნ ლარზე რომ დაიხოკეს ყველაფერი, ნახონ, რა თანხები მიემართება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბინძური კამპანიების დასაფინანსებლად. რამდენ ორგანიზაციას ქმნიან, რამდენ სექტას აძლიერებენ, როგორ მუშაობენ, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ეკლესიას მოწყვიტონ… ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროგრამები მიზნად ისახავს გაუნათლებელი და უსულო ახალგაზრდების გამოყვანას, იმისათვის, რომ მათი მოტყუება და მართვა გაუადვილდეთ. ამ ბინძური ფულის ბენეფიციარები არიან ეს “ნაცტელევიზიებიც” და ამიტომაც აკრიახდნენ.
განსაკუთრებით ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოსთან არსებული სასწავლებლების გაძლიერება და მისასალმებელია მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება“, – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.