„გვარამია პრემიერად – ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობისა და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, – ასეთ პიარკამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს.

„საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს, გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს. მეტს არაფერს. მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.