„ჩვენ ვიმყოფებოდით 30-წლიან ჩაკეტილ წრეში, სადაც არსებობდა კლიშეები, რომლებზეც შეხების უფლება არ გქონდა ადამიანს, სადაც არსებობდნენ აქტორები, რომლებზეც გადაბრუნებული სიტყვის თქმის შემთხვევაში შენ უკვე საზოგადოების მტრად ცხადდებოდი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
„პირველ რიგში, გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ „ხალხის ძალას“ ლომის წვლილი მიუძღვის იმ პროცესების პრევენციაში, რაც, რა საფრთხეებს უქადდა ქართულ სახელმწიფოს, კაცმა არ იცის. საინტერესოა ერთ რამ – ეს არის პარტია, რომელსაც წელიწადნახევარში გაცილებით მეტი საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეების მერე ფორმირდება პარტიად, რაც არის ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, განახვავებით სხვებისგან.
შენ არ გქონდა უფლება, რომელიმე ყოფილ დიპლომატზეც რამე გეთქვა, არათუ, საელჩოს განცხადება დაგეწუნებინა, ან განცხადებით გამოსულიყავი და კრიტიკული რამე გეთქვა ამ ყველაფერზე. ზუსტად, ამ პროცესებმა მოიტანა ის, რომ „ხალხის ძალამ“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო ამ კლიშეების მსხვრევა”, -აღნიშნა ქადაგიძემ.