„შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, (ყოველ შემთხვევაში, ამის მძლავრი მცდელობა იყო), იმ ამერიკული კანონის მიზანი გახლდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
“ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ, როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის – “ვილა მოსავალში” იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ (და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება), ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა? – არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი “ენჯეო” სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა [დაფინანსება]. სინამდვილეში, არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება – არც დოლარი, არც რუბლი და, სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.