„იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ არიან საქართველოს ანტიდასავლური ელემენტები – სუბიექტები, რომელთათვის ქვეყნის მომავალი კი არაა მთავარი, არამედ, როგორმე, დესტრუქციის გზით, სახელისუფლებო სადავეების დაბრუნება“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის წარმომადგენლების: ვაშაძის, წითლიძის, კორძაიასა და ბოტკოველის მიერ ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებისთვის მხარდაჭერაზე უარს, – დოკუმენტის, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
„დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას ეხებოდა, ევრონესტზე აღარ განიხილება. ამ ინიციატივას, უსამშობლო “ნაცების” გარდა, მათმა სამარცხვინო მოკავშირეებმაც დაუჭირეს მხარი უკრაინის დელეგაციიდან.
ვერანაირ განსხვავებას ვხედავ ხსენებულ “ნაცაქტორებსა” და იმ მოღალატე “შადიმანებს” შორის, რომლებმაც, კრემლის სასარგებლოდ, ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ამ ბოროტ ძალაზე ვერდიქტი საერთოა – საქართველოს დაუძინებელი მტრები!“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.