“აი, ამ პოლიტიკოსების თუ მავნებლების სახელი და გვარი ყველამ უნდა იცოდეს!!! დიახ, ეს ის ხალხია, რომლებსაც, რომ ჰკითხო, ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრორუსობას, სინამდვილეში, სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

„აქ კი ძალიან მარტივი ფორმულის წინაშე ვდგებით: ვინც ამ ხალხის მხარდამჭერი და ქომაგია, შესაბამისად, მათი აზრების გამზიარებელიც გახლავთ; ისინიც ზუსტად ისევე ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა, კეთილი ინებონ და ახსნან, რატომ აკეთებენ ამას. დავიჯერო, მხოლოდ ის იყო მათი მოტივაცია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ, ქვეყანა წინ წავიდეს თუ, საერთოდ, არ უნდათ ამ ქვეყნის წარმატება?! ასევე საინტერესოა, ეს ყველაფერი თვითონ მოიფიქრეს თუ ისევ მონურად აღასრულეს ვიღაც უცხოელის დავალება!” – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.