„იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული, იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

„სიტყვების ბრახაბრუხი, თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია, საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ესენი არიან მარტო – ყველა, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, ქართველმა ხალხმა ამ ნაძირალებს უნდა გასცეს – საკადრისი პასუხი“, – წერს ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.