„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება“, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.

„1. მის მიერ აღნიშნულ დერეფნებზე, არსებული მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ვერც ერთი კვალიფიციური ექსპერტი ვერ დადებს დადებით ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას.
2. თუ არ იქნება ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ გასცემს დაფინანსების თანხმობას.
3. ბიუჯეტს არ გააჩნია ამის შესაძლებლობა და, რომც ჰქონდეს, იქნება თანხების არახარჯთეფექტური ფლანგვა.
ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსები გადაეჩვიონ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებს წილოსანი.