“ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ. რეზოლუცია ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
„ვიცით, რომ ქართული ოპოზიცია ხმალამოწვდილი იბრძოდა სტატუსის წინააღმდეგ, ტერიტორიებიც მათ ჩააბარეს რუსეთს, მაგრამ უკრაინის მხარემ საკუთარი ქვეყნის ევროპულ გზასა და ტერიტორიულ მთლიანობას არ მისცა ხმა. ვიცით, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთის ან, ხშირად, ორმაგი აგენტურაა, მაგრამ უკრაინაც რუსეთზე მუშაობს უკვე? ასე მიატოვა დასავლეთმა, რომ ისევ რუსეთისკენ იბრუნეს პირი? გასაკვირი არაა ამ რეალობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება უკრაინის მხარის ღია და იაფფასიან ტყუილებს, რომ, თურმე, მხარს უჭერდნენ რეზოლუციას, მაგრამ თანასპონსორობას – არა, ალბათ, მარტო მათ მთავრობაში თუ დაიჯერებენ. დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა – ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ხომ ისედაც ვიცოდით ჩვენც და ქართველმა ხალხმაც. ამიტომ მათი ხმები არჩევნებზე იქნება ისეთივე მცირე, როგორც მათივე პატრიოტიზმი”, – აღნიშნავს ჩიბურდანიძე.