“შოკშია აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას!” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
“ვიცინოთ თუ ვიტიროთ, აღარ ვიცით. არ დააინიცირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ
ჩვენს სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან, სადაც და როგორც შეუძლიათ, ისე;
ევრონესტის მუშაობის პროცედურა არ იციან;
კომიტეტებზე ჩვენ მიერ დაინიცირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი – საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ (პირდაპირი ეთერები იყო. ვისაც აინტერესებს, ნახავს);
ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა, რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, – რომ ინიცირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ “ოცნების” დელეგაციამ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.
ახლა დებენ პოსტებს – შოკშია ევროპარლამენტიო. ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, “ოცნების” დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მით უმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.
p.s. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კი უნდა გიყვარდეთ, და გიხაროდეთ, რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი ,,ქართულმა ოცნებამ” დაწერა”