პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, „იმედი LIVE”-ში „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ რეპუტაციის დაცვას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და არა პოლიტიკური განცხადებები.

“ლელოს“ ლიდერები ამბობენ – მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში, მეორე დღეს სანქციებს დავაწესებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ. არ გეგონოთ, რომ ეს ეკონომიკური ფორმატით შემოიფარგლება. ეს არის ეკონომიკური ნგრევის დასაწყისი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით, რომ მოიტანს ფიზიკურ დაპირისპირებას.

შემდეგი პიარ სვლაა – 1000 ლარი ექნება 840 000 პენსიონერს საქართველოში და ეკონომიკა გაორმაგდება. წარმოიდგინეთ, ტყუილის რა დონეზე შეიძლება კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ჩამოაყალიბოს პოზიცია, გინდ როზნერი იყოს აქ დამნაშავე და გინდ ნებისმიერი სხვა. წარმოიდგინეთ დონე და დოზა სიცრუისა, რომელსაც ისინი საზოგადოებაში ავრცელებენ. რეზოლუცია, შარლ მიშელის შეთანხმების წინაპერიოდი და შემდგომი პერიოდი, ამ რეზოლუციაზე ხელის არმოწერა – ყველაფერი მიანიშნებს იმაზე რომ რევოლუციის პროცესი, რევოლუციის პროგრამა, რევოლუციური სტრატეგია აქტუალურია და უნდა ველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს.

არავინ თქვას, რომ ეს არის შეუცნობელი მოქმედებები, რომელიც პროპაგანდის მსხვერპლთა მხრიდან მომდინარეობს. იგივე ევროპარლამენტი ავიღოთ, თუნდაც უკრაინა ავიღოთ. რასაკვირველია, რეზოლუციას ხელს არ მოაწერდნენ ადამიანები, ვისი მთავარი ლოზუნგი არის საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან ურთიერთობაში. რამდენჯერ მითქვამს და გავიმეორებ – უკრაინის გავლით რაც მიედინება ევროპისკენ რუსული გაზი, მთლიანად მოცულობაში სამჯერ აჭარბებს მთლიან წლიურ საქონელბრუნვას, რომელიც გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.