„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უსამშობლო ადამიანები არიან. მათგან თითქოს აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, – განაცხადა მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძემ ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის საბოტაჟი შეაფასა.

„ისინი ისეთ საკითხებშიც კი არ არიან ადეკვატურები და უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ, რაც არა პარტიულ ინტერესებს, არამედ, ამ ქვეყნის მომავალს ეხება. ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ეს მოხდა.

ოპოზიციამ ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აშკარად მოიტყუა, რადგან ჯერ განაცხადეს, რომ ტექსტი დასაკორექტირებელი იყო, შემდეგ კი, თითქოს, ის საერთოდ არ უნახავთ. აბა, რის დაკორექტირებას აპირებდნენ? თუმცა, კონკრეტულად „რესპუბლიკური პარტიისგან“ სხვას რას უნდა ველოდოთ. მათ ქვეყნისთვის სასიკეთო არასდროს არაფერი უკეთებიათ, მაშინაც კი, როცა ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. მხოლოდ იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, რომ საერთო საქმე გაეფუჭებინათ“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.