პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის – სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს.
„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს დაადასტურა საერთაშორისო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი საქართველოში იყვნენ. მათ ჩამოსვლას წინ უძღოდა დიდი და შრომატევადი საქმე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.