ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა – დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.
„ეს ნაცარსება, სახელად ნოდარ ხარშილაძე, ვითომ ცდილობს ვითომ არასამთავროების გზით თვითდამკვიდრებას. შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ “აპრავებ”, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში“, – წერს გი აბაშიძე სოციალურ ქსელში.