საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და რუს ხალხს უსამძიმრებს.
“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.