“ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მაკრონის პარტიის ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, არც მეტი, არც ნაკლები, მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში.
მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მტრების და აქაური აგენტების მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს, კარგად წაიკითხონ ჩვენ მიერ ინიციირებული კანონი, არ აჰყვნენ ოპოზიციის პირად ინტერესებს. ეს ადამიანები ცდილობენ, ქვეყანა აცხოვრონ ტყუილში, მაგრამ სიმართლე არ იმალება, რაც საფრანგეთის ასამბლეის ამ ინიციატივითაც დადასტურდა”, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუა.