„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

„სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავიანთი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება; ურჩევნიათ, რომ ასე, ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.

კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე; ასევე, ბოდიშს მოიხდიან, პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.