„33 წლის განმავლობაში საქართველოში აღიზარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისისახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანი უსამშობლომასა, რომელიც ცალფეხზე ასკინკილათი ხტომით, მზადაა ქვეყანა ჩააბაროს ნებისმიერახალ კოლონიზატორს, ოღონდ ამით უზრუნველყოფილი იყოს მისი პირადი, უცხოეთიდანდაფინანსებული კეთილდღეობა“, – წერსფეისბუკისგვერდზე პარტიახალხის ძალისწევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი  რეფერენდუმის დღის პარალელურად განვითარებულსაქართველოს ისტორიას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ წინაპართა მიღწევათანამედროვე მოღალატეების ფონზე შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ამიტომ, საჭიროა ამ მიღწევის, ანუ დამოუკიდებლობის პრინციპულად დაცვა.

 საქართველოში აკრედიტებულმა ერთერთმა საელჩომ ევროპაში წაიყვანავეტინგისმომხრე რამდენიმე მოსამართლე. მათი ზუსტი ოდენობა, გაყვანის მიზეზი და სხვა დეტალებიზუსტდება. სანამ გავარკვევდეთ, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ჩავიხედოთ. 1991 წლის 28 თებერვალს საქართველომ მიიღო პირველი ისტორიული გადაწყვეტილებაარ მიიღოსმონაწილეობა საკავშირო რეფერენდუმში სსრკ შენარჩუნების მიზანშეწონილობისთაობაზე. ამის სანაცვლოდ, საქართველომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდანმეოთხემ (ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ), ჩაატარა საკუთარი რეფერენდუმი, შემდეგიკითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”.

ამ ისტორიულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 3 295 493 ადამიანმა გასცა დადებითი პასუხი. დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგი იყო 16 917 ადამიანი. დღეს ამ კონტინგენტისრიცხვი  გაცილებით დიდია, ევროპაში კონსპირაციულად გადასული იმ მოსამართლეებისჩათვლით. 33 წლის განმავლობაში საქართველოში აღიზარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანიუსამშობლო მასა, რომელიც ცალფეხზე ასკინკილათი ხტომით, მზადაა ქვეყანა ჩააბაროსნებისმიერ ახალ კოლონიზატორს, ოღონდ ამით უზრუნველყოფილი იყოს მისი პირადი, უცხოეთიდან დაფინანსებული კეთილდღეობა.

ქართველი ადამიანის გენეტიკური და ისტორიული ლტოლვა თავისუფლებისა დადამოუკიდებლობისაკენ ამ მედროვეთა მისწრაფებებზე გაცილებით უფრო ძლიერია დამყარი საფუძვლების მქონე. დღევანდელ დღეს შეეწირა ჩვენი უახლოესი ისტორიისსაუკეთესო დემოგრაფიული ნაწილი. მათი უკვდავი სულების წინაშე, ჩვენ არ გვაქვს უფლებაეს ქვეყანა ახალ პატრონს ჩავაბაროთ საჯიჯგნად. უფალი ამას არ გვაპატიებს!“, – წერსქართველიშვილი.