„გლობალურ ომის პარტიასა და მის რეგიონალურ ფილიალებს კიდევ ერთხელ გირჩევთ: ჯერ ევროპის მიუკერძოებელ სასამართლოებსა და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში ჩაატარეთ “ვეტინგი” და მერე გვესაუბრეთ ჩვენ, თორემ თავზე დაგემხოთ გლობალური პოლიტკონიუნქტურა”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (პოლიტიკური მოტივით). საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში – მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მე-2 ადგილზეა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატო-ს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია და ა.შ.

აფერა, რომელსაც ქართული არასამთავრობოები, მათი დამფინანსებლები და ზოგიერთი საელჩო გვახვევს თავს, ისევე ჩაიფუშა, როგორც სააკაშვილის დემენცია და გვარამიას პოლიტიკური დევნა. გლობალურ ომის პარტიასა და მის რეგიონალურ ფილიალებს კიდევ ერთხელ გირჩევთ: ჯერ ევროპის მიუკერძოებელ სასამართლოებსა და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში ჩაატარეთ “ვეტინგი” და მერე გვესაუბრეთ ჩვენ, თორემ თავზე დაგემხოთ გლობალური პოლიტკონიუნქტურა”, – წერს ქადაგიძე.