„კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს წინსვლასა და წარმატებას გამოხატავს“, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების” (V-DEM) მიერ “მოსამართლეთა დევნის” ინდექსის გამოქვეყნებას ეხმაურება. სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში – მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა.

“ამჯერად, კვლევა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების თავისუფლებას შეეხო, რაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას ნიშნავს. ამ მანკიერებისგან საქართველო მსოფლიოში 46-ე, ევროპაში – მე-16, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილს იკავებს. აი, ამ შედეგის დამდები ქართული სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები.
საქმე მარტივადაა: მოსამართლეთა კეთილსინდისიერება საერთოდ არ აინტერესებთ; მათ სურთ, ისევე, როგორც ადრე, მოსამართლეთა კორპუსი დაიქვემდებარონ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ხუთი მოსამართლის გარდა, რომლებმაც გაყიდეს თავისი გუნდი და რომლებიც “დაჯილდოვდნენ” აშშ-ის საელჩოსგან ევროპული ვოიაჟით, ქართველ მოსამართლეთა მთელი კორპუსი წინ აღუდგა თავს მოხვეულ “ვეტინგის” სისტემას და მყარად დგას ქვეყნის სამსახურში”, – წერს ფოჩხუა.