“წამოვიდა გრანტები და ამოიქოქა პროპაგანდა! ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენებისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია “ფორმულას” დღევანდელი ეთერი! მიწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე, სქესის შეცვლის პროპაგანდა!“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„თავს დაესხნენ ეკლესიას და, ცხადია, გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც…
ვერანაირი უცხოური ფულით ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს! წილი ნაყარია – ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ძლიერი და ჯანსაღი ოჯახი, ტრადიციული ღირებულებები, ხოლო მეორე მხარეს – უკუღმართობა, გარყვნილება, სიკვდილის იდეოლოგია, რომელსაც იცავს უცხოური ფულით დაფინანსებული მცირერიცხოვანი აგენტურული ქსელი!“ – აღნიშნავს შაქარიშვილი.