“არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართულნი იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და, მთლიანად, სასამართლო სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში”, – განაცხადა პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია, როცა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და იქ რაიმე ხარვეზის ძებნას აზრი არ აქვს.

მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებების სასამართლომ დაადასტურა, რომ ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და სამართლიანი, ყველამ, ვინც სისტემის დისკრედიტაციას ახდენდა, მოსამართლეს ბოდიში უნდა მოუხადოს”, – განაცხადა სუბარმა.