„რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. სწორედ ეს არის უცხოური ჩარევა არჩევნებში”, – შალვა პაპუაშვილი. ფაქტობრივად, ქართული კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„მანამდე კი, პოლიტიკური პოლარიზაცია და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნა საკუთარ თავზე აიღო გლობალური ომის პარტიამ. ამიტომაცაა, რომ პარაზიტი პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ამორფულ მასად იქცნენ და მათი აქტიურობა მხოლოდ მომაკვდავის ბოლო პულსაციასავით იგრძნობა! აქედან გამომდინარე, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ორი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი – ქართველი ხალხი და მისი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა და გლობალური ომის პარტია თავისი ადგილობრივი და რეგიონული ფილიალებით! ძალიან კარგი პროცესია. რამდენიმე თვე აშორებს ქართულ საზოგადოებას პარაზიტიზმის “პოლიტიკანიზმისა” და “აგენტოკრატიისაგან” სრულ თავისუფლებამდე!“ – წერს ქადაგიძე.