ცნობილი დირიჟორი, საზოგადოება ,,ქართულის” თანადამფუძნებლი სვიმონ ჯანგულაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არჩევნების შემდეგ ,,ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები პოლიტიკასა და მედიას”.
“რაც უნდა მარტივი ან სწორხაზოვანი ჩანდეს ხელისუფლების პოზიცია, დღეს ეს პოლიტიკური ძალა დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მშვიდობის, სულიერებისა და ჰუმანიზმის მხარეს.
მეორე მხარეს კი დგანან ოლიგარქების მიერ დაფინანსებული რადიკალები, ვინც კლავდნენ და კლავენ, ლანძღავდნენ და ლანძღავენ გალაკტიონს, თამარს, ერეკლეს, ილიას, ვაჟას, აკაკის, ანზორ ერქომაიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, ოთარ ჭილაძეს, ზაქარია ფალიაშვილს, იოსებ კეჭაყმაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილს, დავით წერედიანს, პატრიარქ ილია II და მთელ ეკლესიას და, რა ვიცი, ვის აღარ…
ეს სახელები და მათ მიერ შექმნილი ღირებულებები და მემკვიდრეობა, შეიძლება, პატარა, “ტიკ-ტოკერი” მომიტინგეებისათვის [ჯერჯერობით] არაფერს ნიშნავს. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სწორედ ისინი არიან საქართველო! ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუკი ჩვენს ავტორიტეტებს, ჩვენს მოღვაწეებსა და კულტურის საგანძურს გაანადგურებენ, სწორედ ამით გვაქცევენ უსახო, “ტექნიკურ” მასად, “ბიომასად” (ოდიოზურმა გია ბუღაძემ რომ გვიწოდა ერის უმრავლესობას), რომელსაც მერე ძალიან ადვილად შეასაღებენ მკვლელ და ტირან სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურად”, ყველაზე ბანძ და ქრინჯ ტუტუცს – ნიკა გვარამიას “თანამედროვე” და “Cool” ვარსკვლავად, ლაშა ბუღაძეს – ოთარ ჭილაძედ, რატი ამაღლობელს – გალაკტიონად, უშიკიშვილს – ანზორ ერქომაიშვილად, ლევან ბერძენიშვილს – მეცნიერად, ნოდარ ლადარიას – მოაზროვნედ, მავან უნიჭო რეჟისორუკას – სტურუად და ჩხეიძედ, შეუმდგარ, დილეტანტ და ნოტების თუ სამუსიკო თეორიის არმცოდნე “არანჟიროვშიკებს” – გია ყანჩელად, ჯანსუღ კახიძედ და ზაქარია ფალიაშვილად…
საქართველო, თუ მშვიდობა იქნა [და, ესე იგი, თუ ახლა იმ ხალხმა ვერ გაიმარჯვა, ვისაც უჯობს, რომ თბილისს რაკეტების ცეცხლი სწვავდეს (ლომჯარია), და ვისაც სურს, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინის ომში ჯარსა და შეიარაღებას აგზავნიდეს; ვისაც სურს, რომ რუსეთს დავეჯახოთ, 90-იანი წლებივით გავიყინოთ და ჩავბნელდეთ], 4-5-10 წელიწადში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, დასავლური თანამეგობრობის ღირსეული წევრი.
“ქართული ოცნება” კი ვალდებულია, ერთხელ და სამუდამოდ გაწმინდოს ქართული პოლიტიკა და საზოგადოება ნაციზმისაგან. ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში, მედიასა და საჯარო პოლიტიკურ-სახელისუფლებო თანამდებობებზე მუშაობა. როგორც ფაშისტებს გერმანიაში, აი, ისე ზუსტად – იყვნენ ბიზნესში, სოფლის მეურნებაში, ხელოვნებასა და სპორტში… მაგრამ არა იქ, სადაც პოლიტიკაა…
26-ში საქართველო კიდევ ერთხელ ეტყვის “არას” მკვლელებისა და დამნაშავეების პარტიას.
ამის შემდეგ კი, ხელისუფლებას ჰმართებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები ჩვენს პოლიტიკასა და მედიას.
არა – კოლექტიურ ნიკა გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძესა და ლომჯარიას! არა კოლექტიურ სააკაშვილს! არა ბუღაძეებს, ლადარიებსა და მეგის ქარდავებს!” – წერს ჯანგულაშვილი.