პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მოწოდებას ეხმიანება.
“გაბაასება, ჭიჭესი და ნიკუტასი…
(სადღაც “ბლიადსკი” ბაღთან)
– მოდი, ამ ჭიქით იმ იდუმალ ფანტომს, იმ იდუმალ 200 000 კაცს გაუმარჯოს, რევოლუციურ უკვდავებას, გამარჯვებას რომ გვაგრძნობინებს და ნაკლებად ცვედანები გამოვჩნდებით…დაასხი ჭიჭე!
– არა, ამ სასმისით საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის თვალების შამოფეთებისაი იყოს, თქმით რომ არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს, წამის მარადიულობას განატრებინებს, აგაფორიაქებს, საკუთარ ტრიუმფში დაგაჯერებს და საღამოს, ცესკოს შედეგების შემდეგ მიხვდები, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი… ბოლომდე დალიე ნიკუტ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.