„სენატორმა ლინდსი გრემმა ცოტა ხნის წინ Fox News ში განაცხადა, რომ უკრაინა მდიდარი ქვეყანაა და აშშ დაიბრუნებს უკრაინის შეიარაღებისთვის დახარჯულ ფულს და გამდიდრდება უკრაინაში არსებული იშვიათი მეტალების საბადოებით“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლინდსი გრემი უკრაინაში არსებულ ბუნებრივ წიაღისეულზე “დარდობს”. რამდენიმე თვის წინ გრემმა განაცხადა: „უკრაინაში  10-დან 12 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების  მნიშვნელოვანი  მინერალია.

უკრაინა შესაძლოა იყოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში. არ მინდა ეს ფული და ეს ქონება პუტინს მივცე“.

უკრაინაში არსებული 10-12 ტრილიონი დოლარის ღირებულების  საბადოები ზელენსკიმ დასავლეთს  იარაღის ასანაზღაურებლად შესთავაზა. როგორც ჩანს, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია,  მაღალი იდეალები კი საზარბაზნე ხორცის გასაბითურებლადაა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.