საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე – “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” – დასწრებას ეხმაურება.

“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. როგორ შეიძლება, ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი“, – წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ “X -ზე”.