კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს ეხმიანება.
“ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს! კანონი საქაჯეთს! თუ ვინმეს რქები ადგას თავზე და კუდი აბია, ბორგავს! როგორ ბედავენ?! რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს! ვის დაკრულზე როკავენ ესე ერთსულოვნად, ვის მფარველობას იხვეწებიან ეს ავი სულები?! გავახსენებ! ღორების კოლტი მზადაა, უფსკრულიც იქვეა!”,- წერს გოგა ხაინდრავა.