„9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სწორედ ამ დღეს განაცხადა ქართველმა ხალხმა, რომ სხვის ბატონობასა და კარნახს არ შეეგუებოდა. დღეს კი ისევ გვიჩიჩინებენ, რომ სხვის ნებასა და ჭკუაზე უნდა ვიაროთ, ამისთვის კი უსამშობლო ქართველებს იყენებენ. ეს უსამშობლოები სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას “გამჭვირვალობის კანონპროექტის” საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებისთვის“.

„9 აპრილია დღე, როდესაც მესანგრეთა ნიჩბებით ხალხის დახოცვითაც ვერ შეძლეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვის შეზღუდვა. დღეს კი, ყალბად აღშფოთებულ-შეშფოთებული NGO-ები, შავი ფულით, გააფთრებით იბრძვიან ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ღვთის ნებითა და ხალხის კეთილგონიერებით, ამ ბრძოლაშიც სიმართლე გაიმარჯვებს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.