“მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან; ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას.

“გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, შემდეგ გამობრძანდით შეკითხვით და ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ, რომ გვითხრათ. ამიტომ გთხოვთ, დაასრულებინეთ”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.