„დეზინფორმატორების მხილება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გრძელდება. ეშმაკეულ შეპყრობილებზე პოლიტიკური „საცეცხლურის” კმევის, „აიაზმას” სხურების, „კვეთებულის” ლოცვის წაკითხვის, „ჯვრის გადასახვის” ტოლფასია მამუკა მდინარაძისა და ანრი ოხანაშვილის თითოეული არგუმენტი დარბაზში შეკრებილი „ოპოზიციისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან. იმ ლოკაციებისკენ მიმავალ ავიარეისებზე, სადაც მონობა და ლაქიაობა მისასალმებელია, ბილეთების შეძენაზე „ხსნილია”, – აღნიშნავს ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.