ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

“დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რაოდენ მავნებელია პარლამენტში მარგინალური პარტიებისა და მარგინალი “პოლიტიკანების” შეყვანა, და ვერავითარი მრავალპარტიულობის ფსევდოარგუმენტი ამას ვერ გაამართლებს!” – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

ცნობისთვის: კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს – მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.