“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმა “სინამდვილეში” ყოფილი სახალხო დამცველისა და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც ნანუაშვილი ალეკო ელისაშვილის მხრიდან პარლამენტში ფიზიკურ ძალადობას იწონებს.

პლატფორმა “სინამდვილეშის” შეფასებით, ეს პოსტი ფიზიკური ძალადობის წახალისებაა.

“ნიშანდობლივია, რომ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მთავარი დონორები არიან ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) და ეროვნული დემოკრატიის ფონდი (NED). ეს ის ორი უცხოური ფონდია, რომელიც უარს აცხადებს, გაასაჯაროოს ყველა პროექტი, რომელსაც ის საქართველოში აფინანსებს”, – აღნიშნულია პლატფორმის განცხადებაში.