საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო – 5:0.
საქართველოს ნაკრების რიგებში გატანილი გოლები თინათინ ამბალიას, ნათია დანელიას, ხატია ჭყონიას, თეონა ბაქრაძის და ნინო პასიკაშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს და სომხეთის ეროვნული გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.