„დღევანდელი გადმოსახედიდან, ივნისი-ივლისის ჯავშნები, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტია“, – განაცხადა “ბორჯომი ლიკანის” ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთი ნადარეიშვილმა.
ქეთი ნადარეიშვილი მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს აფასებს.
“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი ივნისი-ივლისი, გასულ წელთან შედარებით, უკეთესი უნდა იყოს.
ფრენების რაოდენობის მატებამ, წესით, დადებითად უნდა იმოქმედოს ტურისტების რაოდენობაზე, გააჩნია, რა ქვეყნებიდან არის მეტი დაინტერესება. ლოგიკურად უნდა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობაც.
ჩვენს სასტუმროებში, “ლიკანის” შემთხვევაში, ძირითადად, პირველ ადგილას არის შიდა ტურიზმი. შემდეგ მოდის ყაზახეთი, რუსეთი, ისრაელი და უზბეკეთი – ეს არის ძირითადი ნაკადი. ადრე საუდის არაბეთიდანაც იყო დიდი რაოდენობა, თუმცა 2023 წლის შემდეგ შედარებით იკლო”, – აღნიშნავს ნადარეიშვილი.