ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებას ეხმაურება. “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია”, – ამბობს კონგრესმენი კიტინგი.

“მეტი ცინიზმი რა შეიძლება წარმოიდგინო. თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია. ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო და, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.