ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

„რაც ამ დღეებში მსოფლიოში ხდება, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეოტროცკიზმად ქცეული ნეოლიბერალიზმი არსებობის ბოლო დღეებსა და საათებს ითვლის!

ახლანდელი მსოფლიო “დემოკრატიული წესრიგი” სათავეშივე დალპა, აყროლდა, აშმორდა და მისმა სუნმა ლომჯარია-გიგაური-თაბაგარის კანტორამდეც კი მიაღწია!
ნახეთ!

“დემოკრატიის ციტადელად” ცნობილი აშშ-ის მმართველი ლიბერასტული ელიტა იმ დონემდე დაეცა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორსა და მოსამართლეებს საჯაროდ ემუქრება! დაგასანქცირებთ, დაგაპატიმრებთ და გაგანადგურებთო!

იმავე შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი და კონგრესმენები პატარა საქართველოს გვიქნევენ თითს, – არ გეგონოთ, რომ სადმე დაგვემალებით, გაგვექცევით და არ დაისჯებითო!

ამავე დროს, “დემოკრატიის ნავსაყუდელად” წოდებული ევროკავშირის ევროკომისარი (მინისტრი) ამ “ერთცახე” (გურ. პატარაზე პატარა) საქართველოს პრემიერს არაორაზროვნად, რაღაც “გამჭვირვალობის კანონის” გამო აფრთხილებს!
თუ იმ კანონს არ გაიწვევთ, ტერორისტული აქტი გემუქრება და სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ბედი გარანტირებული გაქვსო!

მოკლედ, საქართველოში მოქმედო “მეხუთე კოლონავ” და მათო მსახურო “ენჯეოებო”, “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში!

ამიტომაც, გაიხარეთ, საქართველოში მოქმედო “ტელედემოკრატებო”! ლომჯარია-გიგაურ გასხივოსნებულ ევროტერორდემოკრატიასა და როთ-თაბაგარის ერთნაირსქესიანთა “აღმავალ დემოკრატიას” ებარებოდეთ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.