“ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

„რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა – სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავიაბილეთები, – რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ და პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება, – რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, – აღნიშნავს ხუნდაძე.