კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს.

„აშშ-ის ელჩს! აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ე. ბლინკენმა დღეს დააანონსა კოლონიალური რეპრესიები ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ! ვინაიდან საბჭოთა კავშირში ნამყოფი ვარ და ტოტალიტარულ წარსულში მოგზაურობის არანაირი სურვილი არ გამაჩნია(!), მოვითხოვ, გამიუქმოთ მოქმედი 10- წლიანი ვიზა. გ.ხაინდრავა“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ „X-ში”.