„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ისაუბრა.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”.
გარკვევით თქვა პრემიერ-მინისტრმა და ამასვე ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ სანქციებით, ვიზების შეზღუდვითა და ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარითაც კი ვერ დაიყოლიებთ საქართველოს სუვერენიტეტით ვაჭრობაზე!

სულელურ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი ბლინკენმა და მისმა პატრონებმა, რადგან არ იცნობენ ქართველი ადამიანის ბუნებას, და რა ჰგონიათ, პოლიტიკური შანტაჟით მოახერხებენ ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას?!
პირიქით, თუკი ვინმე ინერტულად, ნეიტრალური პოზიციითა თუ საზოგადოებაში პასიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ყველას გააქტიურება გამოიწვიეს და აბსოლუტურად ყველა დაიცავს ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ გემოვნებას გასცდა საკითხი და შეეხო ქართველი ადამიანისთვის ყველაზე განსაკუთრებულ ცნებებს – თავმოყვარეობასა და დამოუკიდებლობას!

ქართულ კანონებს რუსულად ნათლავენ,
რადიკალიზმს ნორმალურ ნორმად გვაჩეჩებენ,
დამნაშავეებს პოლიტიკურ პატიმრებად “გვატენიან” და რა გგონიათ, რატომ გადავარდნენ ამხელა აბსურდში?!

ყველა ხედავს, თუ რამხელა გეოპოლიტიკური როლი შეიძინა ჩვენმა პატარა ქვეყანამ და, შესაბამისად, სწორედ ამიტომაა მაქსიმალური წნეხი საქართველოზე, რომ რამენაირად მოხდეს კავკასიური გზაჯვარედინის კონტროლი და მართვა.
თუმცა, ძაღლები ყეფენ და ქარავნები თავიანთი მიმართულებით მიდიან.
„Goodbye and good luck“, – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.