„მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია!
შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?!“ – აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი.

„მათ მიერ გაყიდული და დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, სამასი ათასი პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევა, მედიის დარბევა და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი! ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდაჭერით, ვინც ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს.
მგონი, ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: პირადი კეთილდღეობა თუ საქართველო!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.