„სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს, არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში!“ – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

„დღეს, ისე, როგორც არასდროს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ, შანტაჟმა და მუქარამ უპრეცედენტო სახე მიიღო. რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, გაუმჭვირვალე და დაფარული იყოს ფინანსები, რაც სამოქალაქო სექტორისთვის და მედიებისთვის არის გამოყოფილი? ემსახურება თუ არა ეს დაფინანსება პოლარიზაციის გაღრმავებას,
სისხლიანი რევოლუციის მოწყობასა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას?
რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი დეკლარაციის შევსებაზე ატეხილი?
რატომ არ საყვედურობენ პარტნიორები და მეგობრები საფრანგეთს, კანადას, თურქეთს?
მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ნებისმიერი ქართველის დასაცავი! ჩვენ ამისთვის თავს ვწირავდით და გავწირავთ!

ვეტო იქნება დაძლეული, კანონი იქნება მიღებული, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება! ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას, სარწმუნოებას! შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს#გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025 #ღირსებითევროპისკენ #EuropeanUnion“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.