“ნატოს წარმავალმა გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პეკინმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“ზოგადად, ცალკეულ დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებს ახასიათებთ, რომ ვადის ამოწურვამდე, რაღაც უნდა დააზიანონ პოლიტიკური თვალსაზრისით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ ხელმძღვანელად აქტიურად განიხილება ნიდერლანდების აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე.
მარტში, პეკინში სტუმრობისას, პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ჰოლანდიის მაშინდელ პრემიერ რიუტეს განუცხადა: ნიდერლანდები ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ნამდვილ კარიბჭედ იქცა. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს გაცვლა ნიდერლანდებთან სხვადასხვა დონეზე, დაიცვას კომუნიკაციები და დიალოგი და იძიოს ორმხრივი სარგებელი და მომგებიანი შედეგები”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.