NDI, რომელიც არჩევნებს უნდა დააკვირდეს და ობიექტური დასკვნა გამოაქვეყნოს, პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში. დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ორგანიზება გაუწია რეგიონებში ქალი დეპუტატების შეხვედრებს.

ორგანიზაციაში ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობენ. პარალელურად, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ NDI-ის ხელმძღვანელი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.