“ევროკომისიამ ლიეტუვისთვის არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით 8,7 მილიონი ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია სააგენტო “Baltnews-ის” ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა სასამართლოს მიმართოს. „ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, – ციტირებს გამოცემა სკაისტეს.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ კი, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.