“მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქველმოქმედებისათვის 3 მილიარდი დახარჯა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებს 30 მილიონი აჩუქა ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის, ევროკავშირმა ჯარისთვის 30-მილიონიანი დაფინანსება შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი მიიღო. ყველაფერი ცხადია”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.

“ახლა მაინც დაინახეთ, ვის უყვარს საქართველო და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი!“ – აღნიშნავს ქადაგიძე.